20 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" გადააგდო საერთაშორისო საზოგადოება - ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს 

საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ პრეტენზიებს და არგუმენტებს დღეს ჯანი ბუკიკიოს პირადად გააცნობენ ოპოზიციის წარმომადგნლები. შეხვედრაზე მიწვეული არიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ყველა მათგანი ხელისუფლების მიერ ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებაზე საუბრობს.

„ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს არა მხოლოდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში, არამედ ასევე სამოქალაქო სექტორში, პოლიტიკურ პარტიებში და ზოგადად ქართველ ამომრჩეველში. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს დოკუმენტი ვერანაირი კონსესუსის საფუძველი ვერ გახდებოდა და ეს არის ერთადერთი იმ მიზნით მიღებული დოკუმენტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება და მართვის სადავეები,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი თინათინ ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის მოტყუებამ ქვეყნის იმიჯს კიდევ ერთ სერიოზული ზიანი მიაყენა. მათივე შეფასებით, არსებულ ვითარებას კარგად აცნობიერებს თავად ვენეციის კომისიაც, რისი დასტურიც არის ჯანი ბუკიკოს ბათუმში გაკეთებული კომენტარები.

„ხალხს წაართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება, დაპირებების მიუხედავად, დატოვეს იგივე სისტემა და მომავალშიც დაგვიტოვეს მახინჯი ბონუსის სისტემა, ასევე გადასახადის დაწევაზე რაც გააკეთეს. მთელი პაკეტია ამ მავნებლობის. ამას გარდა, რა ფორმითაც გააკეთეს ეს ყველაფერი, საერთაშორისო ორგანიზაცია მოატყუეს, ერთი პროექტი წაუღეს და მერე მეორე მიიღეს, დამატებითი ზიანი იყო საქართველოს რეპუტაციისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ვენეციის კომისიის პრეზიდენტისგან, კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებებისთვის ხელისუფლებაზე ზეწოლას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არა თუ ვერ, არამედ არ შეასრულა დანაპირები. მან არ შეცვალა კონსტიტუცია და არ მოარგო დემოკრატიულ საწყისებს. გადააგდო საერთაშორისო  საზოგადოება, როგორც საქართველოს მოქალაქეები,“ - ამბობს ლევან სამუშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები