18 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
"ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები, ოპოზიციამაც ამას უნდა შეხედოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას" - გიორგი კვირიკაშვილი

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრემიერმა. მისი განცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი ძალა კონსტიტუციის საკითხზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ კომპრომისებზე წავიდა.

"ძალიან ვაფასებთ პირადად ჯანი ბუკიკიოს ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომლებიც იყო საბაზისო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. მე მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და გვქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა, დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის უკვე მესამე, მკაცრი კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით! ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჩასვლის შემდეგ არა ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება და საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტის მიღება, რომელიც კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, აქამდე არსებულ ყველა შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებს. 

დღის ამბები