19 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი - ირაკლი კობახიძე

ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს რის  საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის მიზეზები, რის გამო განხორციელდა ცვლილებები კონსტიტუციის პროექტის პირველად ვარიანტში.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

„ყველაფერი გააკეთა ვენეციის კომისიამ და პირადად ჯანი ბუკიკიომ იმისთვის, რომ შემდგარიყო კონსენსუსი საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო. საქართველოში, ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ საბოლოო ჯამში ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ის თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საბოლოოდ საქართველოს პარლამენტში, როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

"საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არცერთი მუხლი ახალ დოკუმენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინსვლა. ყველა მუხლთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ არის წინსვლა და ეს წინსვლა არის ფუნდამენტური. ეს კონსტიტუცია, ეს დოკუმენტი აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც აყალიბებს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები