25 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
იმედგაცრუება შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება სუსტად - ჯეჯელავა ბუკიკიოს განცხადების თარგმანით უკმაყოფილოა 

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმაურება.

ვიცე პრემიერი ბუკიკიოს განცხადების თარგმანით და მედიის მიერ გაკეთებული აქცენტებით, უკმაყოფილოა.

ჯეჯელავა ამბობს, რომ თარგმანისას სიტყვა "იმედგაცრუება" შესაძლოა, გამოყენებულ იქნას როგორც ძლიერ, ასევე სუსტ ზმნად.

„თარგმანის ამბავია მოგეხსენებათ, რომ იმედგაცრუება შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება სუსტად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ასევე ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მოინახოს კონსენსუსით ვენეციის კომისიასთან და მათ მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორც მის გამოსვლაში იყო ნათქვამი, სათაურად კი იმედგაცრუება გამოიტანეს მედიაში. თუმცა, ისიც თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებას მივიღებო და ეს არ მოხვდა სათაურში,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დღის ამბები