20 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
სტოლტენბერგის თქმით, NATO სამხედრო სწავლებების დროს რუსეთისგან გამჭვირვალობას მოითხოვს

ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში ავღანეთისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხების გარდა, ბოლო პერიოდში ბალტიის ზღვის თავზე ავია ინციდენტების პრევენციაც იქნება. შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გამჭვირვალედ მოქმედებს, როდესაც საქმე სამხედრო სწავლებებს ეხება და იმავეს მოითხოვს რუსეთისგანაც.

იენს სტოლტენბერგმა ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის და NATO-ს სამხედრო თვითმფრინავების ერთმანეთთან მიახლოების შემთხვევებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, მოიერიშეებისთვის გზის მოჭრა, ორივე მხრიდან დასაშვებია და მთავარია სახიფათო ავია ინციდენტი არ მოყვეს.

დღის ამბები