20 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
ავსტრალიელი კარდინალი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს

ავსტრალიელი კარდინალი, რომელიც ვატიკანის ფინანსებს განაგებს, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ჯორჯ პელი აცხადებს, რომ საკუთარი რეპუტაციის დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ის სასამართლოს წინაშე 18 ივლისს უნდა წარდგეს.

ავსტრალიის პოლიციის ცნობით, ბრალდება პელის მელბურნსა და სიდნეიში არქიეპისკოპოსად მსახურების პერიოდს უკავშირდება. საუბარია არა ერთ ინციდენტზე.

76 წლის კარდინალი კათოლიკური ეკლესიის იერარქიაში მესამე პირია.

დღის ამბები