25 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე - არასაპარლამენტო ოპოზიცია მმრთველ გუნდს კონსენსუსისკენ მოუწოდებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ოპოზიციასთან დიალოგისა და კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებს. „საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია, „ქართულ ოცნებას“ თაღლითობაში ადანაშაულებს.

„ქართულმა ოცნებამ“ თაღლითობას თავი უნდა დაანებოს. რეალურად, ყველა გაფრთხიელბა მათ მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება კონსტიტუცია... ხაზი მინდა გავუსვა, ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე. რეალურად ასეთი მესიჯები როდესაც მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ცხადყოფს იმას, რომ ლეგიტიმაციის დაკარგვა ნიშნავს პარლამენტის ლეგიტიმაციის დაკარგვას, ყველა აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაკარგვას, რაც ქვეყანას საფრთხისკენ უბიძგებს,“ - განაცხადა პაატა დავითაია.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის, კახა კუკავასთვის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მუდმივი კრიტიკა მიუღებელია.

„მივმართავ პირდაპირ პრემიერმინისტრს, რომ პირადად ჩაერთოს ოპოზიციასთან კონსულტაციებში. ბუკიკიომ და მისი სახით, შეგვიძლია ვთქვათ, მთელმა ევროპულმა თანამეგობრობამ, მოუწოდა მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კომპრომისისკენ,“ - განაცხადა კახა კუკავამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები