25 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
ეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაბუქის საქმეზე

„დემირელის“ კოლეჯის დაკავებული მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე საქართველოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ რომ ეს განათლების სამინისტროს კომპეტენცია არ არის და საქმეზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები მიიღებენ.

„სკოლის დირექტორობასთან ეს კავშირში არანაირად არ არის, ამიტომ ეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი, წესები, რომელიც არის ევროპულ კანონმდებლობასთან და განიხილავენ და მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას,“  - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„დემირელის“ კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლი ამ წუთებში ხვდება. ემრე ჩაბუქი, ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, შესაბამის პროცედურებს იწყებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები