18 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
კონფერენციაზე უცხოელმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი არგუმენტების სისწორე - თამთა მურადაშვილი

ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის განხილვას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის იურისტებიც ესწრებიან.

იურისტ თამთა მურადაშვილის განცხადებით, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით, მათ მიერ გახმოვანებული არგუმენტების სისწორე დღეს კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს უცხოელმა სტუმრებმა.

„ნიშანდობლივი ჩემთვის, რაც გამოიკვეთა აქ, ის იყო, რომ, როდესაც სტრასბურგმა დროებითი ღონისძიება მიიღო, ჩვენ გვახსოვს პარლამენტარების მხრიდან, მათ შორის, აქ დამსწრე, ამ შეხვედრაზე, ვინც ესრებოდნენ, ამ პარლამენტარების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ სტრასბურგი არ არის მეოთხე ინსტანცია და ის მიღებულ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არაფერი ემუქრება. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის კომპენსაცია, რომელსაც სტრასბურგი დააკისრებს დამრღვევ სახელმწიფოს. ჩვენი არგუმენტი მაშინ იყო, რომ ეს ასე არ არის, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებობს დათქმა, რომ შეიძლება, რომ, როდესაც სტრასბურგი დაადგენს კონვენციის დარღვევას, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საქმე ხელახლა იქნეს გადასინჯული, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება. დღეს ამ შეხვედრაზე სწორედ ეს იქნა გაჟღერებული. აქ დამსწრე საზოგადოებამ დაადასტურა, რომ ნამდვილად შესაძლებელია ეს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ევროსაბჭოს ჩართულობით კონფერენცია ამ წუთებშიც გრძელდება. 

დღის ამბები