24 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
საკრებულოს წევრების რაოდენობა და დახარჯული მილიონები - "ფლანგვის დეტექტორის" გამოძიება

"ფლანგვის დეტექტორის" გამოძიებიდან ირკვევა, რომ თბილისის საკრებულო დეპუტატების რაოდენობით ბარსელონასა და ბუდაპეშტის საკრებულოების წევრების რაოდენობასაც აღემატება. ეს იმ პირობებში, როცა ამ ქალაქებთან შედარებით, თბილისს უფრო ნაკლები ბიუჯეტი და ნაკლები მოსახლეობა ჰყავს.

არასამთავრობო სექტორმა ისიც გამოავლინა, რომ ჩვენი დედაქალაქის საკრებულოს 12 მილიონ 600 ათასიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ თანამშრომლების ხელფასებზე, პრემიებსა და მომსახურებაზე 11 მილიონ 600 ათასი ლარი იხარჯება. გამოდის, რომ 50 დეპუტატი ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დარჩენილი თავისუფალი 1 მილიონი ლარის განაწილებაზე მუშაობს.

"ფლანგვის დეტექტორი" ახალგაზრდების ექვსკაციანი ჯგუფია, რომელმაც მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 

დღის ამბები