20 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, იგეგმება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაიწყოს ფინანსური განათლების პროექტი "სკოლა-ბანკი" და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, როგორიცაა "გლობალური ფულის კვირეული", აქტიური თანამშრომლობა.

"ჩვენ ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ ფინანსური განათლება ახალგაზრდებში და ბავშვებში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 

დღის ამბები