25 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა - შეხვედრა შუახევში 

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა შუახევში. ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც კერძო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით აქვთ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გასატანად, საჭიროა წარმოებულმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს მოთხოვნილი სტანდარტები. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები და კერძო სექტორთან კონსულტაციები და არსებული პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.

„ვისმენთ კერძო სექტორისგან იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც მათ უდგათ ევროკავშირის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით. ინფორმაცია, რომელიც მათგან არის, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ კუთხით თუ რა არის გასაკეთებელი საქართველოს მთავრობის მხრიდან,“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

დღის ამბები