20 ოქტომბერი 2019,   06:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატსა და აჭარის ტურიზმის სააგენტოს "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ავტომობილები აჩუქა

რამდენიმე ათეულ ათასად შეფასებული ავტომობილები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ცოტნე ანანიძემ და აჭარის ტურიზმის სააგენტომ საჩუქრად „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატისა და „ომეგა მოტორსის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილისგან მიიღეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ BMW-ს მარკის უახლესი მოდელი ოქუაშვილმა იმ სამსახურებრივი ავტომობილის სანაცვლოდ აჩუქა, რომელიც მარტში, ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დროს დაიწვა.

ანანიძე ამ ფაქტს პოლიტიკური ოპონენტის კეთილ ნებად აფასებს და გამორიცხავს, რომ ოქუაშვილი, როგორც ბიზნესმენი ან როგორც პოლიტიკოსი, ამ გზით მთავრობის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა და ბიზნესმენმა, ზაზა ოქუაშვილმა, აჭარის ტურიზმის სააგენტოს კი ძვირადღირებული ავტომობილი „მინი კუპერი“ კი  გადასცა.

სატელეფონო ინტერვიუში ოქუაშვილი განმარტავს, რომ მისი მიზანი მხოლოდ საჯარო დაწესებულებების ეფექტურ მუშაობაში ხელის შეწყობა იყო.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის არაფორმალურ ურთიერთობაზე საუბრობს.

დღის ამბები