მაშველებმა ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის დამხრჩვალი მამაკაცი იპოვეს, რომელსაც დღეს დილიდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებს კახეთის რეგიონის მაშველთა ჯგუფი ახორციელებდა. დილიდან გადაკეტილი იყო ალაზნის სარწყავი სისტემა, სადაც საძიებო სამუშაოები მიდინარეობდა.
მამაკაცთან ერთად დაიხრჩო მისი 6 წლის შვილიც, რომლის ცხედარს დღეს დილით სოფელ ვეჯინთან მიაკვლიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი გურჯაანის ფერმაში მწყემსად მუშაობდა. ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.