24 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს - დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ დედაა

დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილად დედა სახელდება, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელია.

პოლიციამ უკვე დაკითხა ჩვილის მშობლები. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, დაკავებული არავინ არის.

დღის ამბები