19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4015 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0045 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7411 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7290 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა.

დღის ამბები