25 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - 11 საათის განმავლობაში პროცესზე 15-მდე მოწმე დაიკითხა

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა, თითქმის, 11 საათს გაგრძელდა. საქალაქო სასამართლოში პროცესზე 15-მდე მოწმე დაიკითხა, მათ შორის, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი, რამდენიმე სასულიერო პირი და საპატრიარქოს თანამშრომლები.  

ბრალდებულების უფლებადამცველების განმარტებით, პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში აღმოჩნდა დოკუმენტები, რომელზეც უფლებამოსილი პირი იყო მამა მიქაელ ბოტკოველი, თუმცა, მათზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერებია.

ასევე პროცესზე პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჩვენებაში ისაუბრა, რომ მამა გიორგი მამალაძე ხანძრის შემდეგ სამების ტაძრის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას ცდილობდა.

დღის ამბები