19 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
სარფის საბაჟოზე მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა ფინანსთა მინისტრმა შეამოწმა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრების და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა ფინანსთა მინისტრმა შეამოწმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი სარფში, ზაფხულის ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მგზავრთა ნაკადის მატების პირობებში საბაჟოს მუშაობის გასაცნობად ჩავიდა.

განსაკუთრებული ყურადღება თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის საკითხებზე გამახვილდა.

მინისტრი ასევე გაეცნო რიგების მართვის ელექტრონულ სისტემას, რომელიც სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 5 ივლისიდან ამოქმედდა. სისტემა საშუალებას იძლევა, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდნენ.

დღის ამბები