20 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ფოთში ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობაზე

ფოთში ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობა ხმაურით დასრულდა. გამგეობის წევრებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სხდომა რამდენჯერმე ჩაიშალა.

როგორც ფედერაციის გამგეობის უმრავლესობა აცხადებს, სხდომის შესახებ მათ შემთხვევით გაიგეს და ფედერაციის პრეზიდენტი მის ჩატარებას გასაიდუმლოებულად გეგმავდა.

გამგეობის წევრები უკმაყოფილებო არიან პრეზიდენტის მუშაობით და მას ერთპიროვნულ მართვაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტმა კი დღეს გამგეობის არცერთი წევრი და დელეგატი სხდომაზე არ დაუშვა.

დაპირისპირების ფონზე სხდომა მაინც ჩატარდა და წესდებაში ცვლილებები შევიდა. ასევე თანამდებობებიდან გადაირჩიეს გამგეობის წევრები.

ამ გადაწყვეტილებას უნდობლობა გამოუცხადეს გამგეობის წევრებმა და მის გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ.

დღის ამბები