19 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
განაახლონ გამოძიება - ოთარ კახიძე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებული საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„განსხვავებული აქცენტების“ ეთერში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ, აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის კურსში მაღალჩინოსნები იყვნენ. მისი თქმით, ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციას მათ შორის, სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრი, სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფლობდნენ. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მოწმის ჩვენების საფუძველზე საქმის მოკვლევა უნდა განახლდეს.

„მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და კერძოდ ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან ერთად, მოითხოვონ მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს გარემო, სადაც მთავარი პროკურორი, სასჯელაღსრულების მინისტრი და პრემიერ-მინისტრი დანაშაულებრივ სქემებში არ არიან ჩართულები. ამიტომ, მოვუწოდებ მათ კიდევ ერთხელ, სერიოზულად მოეპყრონ ამ მნიშვნელოვან მტკიცებულებას მოწმის ჩვენებას, განაახლონ გამოძიება და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ ყველა კანონდამრღვევი პირი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები