25 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
"შემოდგომიდან, ყველაფერი უნდა შეიცვალოს ამ ქალაქში," - ზაალ უდუმაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი ვეძისის მოსახლეობას შეხვდა. ვეძისელები კანდიდატთან სავალი გზის მოუწესრიგებლობაზე, სასმელი წყლის არქონაზე და საბავშვო სკვერის არარსებობაზე საუბრობდნენ. ზალიკო უდუმაშვილი მოსახლეობას გამარჯვების შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

„ეს არის გზა, სადაც ელემენტარულად სასწრაფო დახმარებაც კი ვერ ადის, როდესაც ავადმყოფს სჭირდება გადაუდებელი დახმარების დახმარების აღმოჩენა. საუბარია საბურთალოს რაიონზე. ონკანში წყალი არ მოდის და თუ მოდის, ისეთი ბინძურია, რომ ვერ სვამს ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვებს ელემენტარული გასავლელი არ აქვთ. ერთადერთი სტადიონი, რომელიც ჰქონდათ, ისიც გაყიდა უკვე ხელისუფლებამ და იქ კორპუსია უკვე წამოჭიმული. სწორედ ამიტომ, შემოდგომიდან, ყველაფერი უნდა შეიცვალოს ამ ქალაქში და ყველა უბანს და ყველა რაიონს უნდა ჰქონდეს ზუსტად ერთნაირი განვითარება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები