19 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
p.s. სამხრეთ კორეის საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილების კვალდაკვალ 

სამხრეთ კორეაში ჩასულ ტურისტებს არაერთი საინტერესო ადგილი და ღირშესანიშნაობა დახვდებათ. ერთ-ერთი ასეთია სამეფო სასახლეები, რომელთა წინ ტურისტები ხშირად იყრიან თავს. სეულში ჯოსეონის დინასტიამ 5 უზარმაზარი სამყოფელი ააშენა, მათ შორის „ჩანგდეოკგანგი“ იუნესკოს ნუსხაში შევიდა, როგორც აღმოსავლური არქიტექტურისა და ბაღის დიზაინის საუცხოო მაგალითი.

კორეაში ჩასული ტურისტები ხშირად ირგებენ ტრადიციულ კორეულ სამოსს ჰანბოკს.

სეულში შემონახულია ძველი სოფლები, სადაც მხოლოდ ტრადიციული სახლები „ჰანოკებია“. უბანი ზუსტად გადმოსცემს რამდენიმე ასეული წლის წინანდელ არქიტექტურას და ურბანულ დაგეგმარებას.

კორეის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა, მრავალფეროვანი სამზარეულოა. ერთ-ერთ რესტორანში ქართული ღვინოცაა, რომელიც იტალიური და ფრანგული ღვინოების მსგავსად, ძალიან ძვირფასი და მოთხოვნადია.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები