25 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ აფგანის გატაცებას თანხმობა მისცა - ლეიალ მუსტაფაევა

ევროსასამართლოსთვის სარჩელზე მუშაობენ აფგან მუხთარლის ადვოკატები. მისი გაგზავნა სტრასბურგში მიმდინარე კვირას იგეგმება. დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან იმ დარღვევების დადგენას ითხოვს, რაც აზერბაიჯენელი ჟურნალისტის დაკავების პროცესში იკვეთება.

ადვოკატები და მუხთარლის მეუღლე ამტკიცებენ, რომ საქართველოში ამ საკითხზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და სიმართლის დამტკიცების ერთადერთ საშუალებად, სტრასბურგის სასამართლოს მიიჩნევენ.

„ფაქტები ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. გამოძიებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაედგინა გამტაცებელთა და იმ პირთა ვინაობა, ვინც აფგანს გატაცებამდე უთვალთვალებდა, თუმცა ეს არ გაკეთებულა. ვფიქრობ, ყველაფერი გამიზნულად ხდება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას თანხმობა მისცა. ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს,» - აცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა.

დღის ამბები