საქართველოდან გამგზავრების წინ ევროპარლამენტის წევრმა და ევრონესთის თანათავმდჯომარემ საქართველოში საკონსტიტუციო პროექტი შეაფასა. რებეკა ჰარმსი
ამჟამად არსებული რედაქციით, ცვლილებებს მიუღებელს უწოდებს. მისი თქმით, გაცილებით მოხერხებული იქნებოდა, თუ ქვეყანა არჩევნებისას მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა.
ევროპარლამენტარი თვლის, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პროცესში მეტ ჩართულობაზე უნდა ეზრუნა.
„პროცესში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას ისახავს მიზნად, ყოველთვის ჩართული უნდა იყოს, არა მარტო საპარლამენტო ოპოზიცია, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც. მეც და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტიდან არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მისაღები არ არის. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე უნდა იზრუნონ. პირადად ჩემთვის საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა უფრო ადვილი იქნებოდა თუ თქვენი ქვეყანა მთლიანად პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა“ - აღნიშნა რებეკა ჰარმსმა.