24 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
თბილისის ინტერპოლმა მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლმა მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე სამართალდამცველებმა ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას თბილისის აეროპორტში დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

დღის ამბები