25 ნოემბერი 2017,   13:28
ვრცლად
2,5 კგ ოქროს ნაკეთობების საქართველოში შემოტანა - დაკავებულია 1 პირი

2,5 კგ ოქროს ნაკეთობების საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული. სპეცოპერაცია წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს 148 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ავტომობილის სამალავში ჰქონდა მოთავსებული. ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2017 წელს სხვადასხვა სპეცოპერაციის შედეგად, სულ ამოღებულია 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულება მილიონ ლარამდეა. 

დღის ამბები