20 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საწყობები იწვის

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, ყოფილ ჩინელების ბაზარში ხაძარია. როგორც "რსუთავი 2"-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს,  იწვის საწყობები. ცეცხლი დაახლოებით 200 კვ.მ.-ს მოედო. როგორც ცნობილია საწყობში, რომელიც 6 ადამიანს ეკუთვნოდა, პლასტმასის ნივთები და პროდუქტები ეწყო. ერთ-ერთი მოვაჭრე "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ საწყობში ელექტროენერგია ჩაჭრილი იყო, შესაბამისად ხანძრის მიზეზი ელექტროსადენები ვერ გახდებოდა.

ამ დროისთვის ადგილზე 4 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ხანძრის ძირითადი კერა ჩამქვრალია, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები