18 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
ლანჩხუთში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ლანჩხუთში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ის მკურნალობას ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ოჯახის ახლობლები მიზეზებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება ბრალდებულს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები