20 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები რუსეთის მხრიდან ოკუპაციას გმობენ და საქართველოს მთავრობას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი თემები სირია და ჩრდილო კორეის კრიზისებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არ დგას, მინისტრებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მათი თქმით, რუსეთს აინტერესებს, მოახდენს თუ არა ევროკავშირი მის ქმედებებზე რეაგირებას. მინიტრების განცხადებით, ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნებისმიერ ფორმას. ეს არის ის, რაც არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება,“ - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მხრიდან დაძაბულობის ესკალაცია არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი. თქვენმა ქვეყანამ პასუხისმგებლობით და გონივრულად უნდა განაგრძოს მოქმედება. კონსულტაციები გამართოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკეთესო გავხადოთ სიტუაცია. რუსეთი, როგორც წესი, გამოცდას გვიტარებს რამდენად ფხიზლად და მყარად ვართ. რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

დღის ამბები