20 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
"შოკირებული დავრჩი იმით, თუ რა ახლოს არის საზღვარი გავლებული ავტომაგისტრალთან," - იან კელი

"ის რაც ხდება შემაძრწუნებელია," - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი საზღვრის გამოწევის საკითხს. იგი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, საუბრობს. იან კელიმ საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას "საგანგაშო" უწოდა.

"მე მქონდა საშუალება მენახა საზღვრის გადმოწევის პროცესი. შოკირებული დავრჩი იმით თუ რა ახლოს არის საზღვარი გავლებული ავტომაგისტრალთან. ის რაც ხდება შემაძრწუნებელია, ნეგატიური ზეგავლენა ადამიანურ დონეზე არის ძალიან მაღალი, თუნდაც ის, რომ ფერმერებს არ აქვთ საშუალება შევიდნენ თავიანთ ნაკვეთებში. ხალხს არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს და ნახონ ერთამანეთიამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვება მხარდაჭერა. რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს გახდეს სრულიად მტკიცე და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე უნდა მოხდეს ხელის შეწყობა ჟენევის მოლაპარაკებებისას, რომ მოხდეს პროგრესის მიღწევა. ასევე უნდა მივეხმაროთ საქართველოს, რომ შეაკავოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომდევნო დარღვევის ფაქტი. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თვადაცვისუნარიანობის განმტკიცებაში,“ - განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები