20 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
ელენე ხოშტარია ძალადობის გასაპროტესტებლად კვირას მარჯანიშვილზე აქციას აანონსებს

„ეს არის უკიდურესად საგანგაშო მოვლენა,“ - ასე აფასებს პარტია "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს.

ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია და ამას აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს არის უკიდურესად საგანგაშო მოვლენა მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა აღწევს საგანგაშო მასშტაბებს და გვახვევს თავს ქართველობის, როგორც ისინი ლაპარაკობენ, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ვერსიას, როდესაც ცდილობენ, რომ ჩვენ თავს მოგვახვიონ თითქოს, ქართველობა არის ადამიანის მუქარა, სექსუალური ძალადობა და ზოგადად ძალადობა. გარდა იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა გვქონდეს და ეს არის აუცილებელი პრინციპი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ გუშინდელ განცხადებებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. ის იყო კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია, მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აქციას აანონსებს.

„ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, რომელშიც ჩვენ, მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ ჩვენ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები