19 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
სეული ფხენიანს სამხედრო მოლაპარაკებებს სთავაზობს

სეული ფხენიანს სამხედრო მოლაპარაკებებს სთავაზობს. თანხმობის შემთხვევაში ორივე ქვეყნის სამხედრო უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება.

სამხედრო კომუნიკაციის გარდა სეულმა ფხენიანს კონტაქტების აღდგენა ჰუმანიტარული კუთხითაც შესთავაზა. ეს ინიციატივა კი გაყოფილი ოჯახებისთვის შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

ჩრდილო კორეა სეულის წინადადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია, სამხრეთ კორეა კი მისგან დადებით პასუხს ელის.

დღის ამბები