19 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოშია

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოშია, მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

პოროშენკო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხვალიდან გამართავს. პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი და მარგველაშვილის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში პოროშენკო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს. 

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ოჯახთან, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა.

დღის ამბები