19 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
ავარო-კახეთის მაგისტრალის ინტენსიური მშენებლობა - მოსკოვი რუსეთიდან საქართველოში ახალ გზას აშენებს 

მოსკოვი რუსეთიდან საქართველოში ახალ გზას, ავარო-კახეთის მაგისტრალს, მაქსიმალური ინტენსივობით აშენებს. ინტენსიური მუშაობის კადრებს რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ პროექტის მიხედვით დაღესტნის მთებში 85 კილომეტრიანი გზა, 25 ხიდი და 5 გვირაბი შენდება და ამ გზით რუსეთიდან, საქართველოში და შავ ზღვაზე მოხვედრა იქნება შესაძლებელი. გზის დასრულების შემდეგ, რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება.

სოფლები სარუსო და საცხენედაღესტანთან ყველაზე ახლოს საქართველო-რუსეთის საზღვართან ბოლო სოფლებია. ხალხი ახალი გზის მშენებლობაში საფრთხეს ხედავს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერი სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსულ მხარეს მსგავსი წინადადებით არ მიუმართავს და საქართველოს ტერიტორიაზე ამ გზის მშენებლობისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ რუსეთი ამ გზას სამხედრო მიზნებისთვის აშენებს, ზუსტად იგივე ტექნოლოგიით, როგორც სომხეთ-ირანის უღელტეხილი გაამაგრა და ამ გზას რუსეთი ირანში კონფლიქტის შემთხვევაში ჯარებისა და ტექნიკის გადასროლისთვის გამოიყენებს.

ხელისუფლებას საფრთხეების გაანალიზებისკენ და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ინფორმირებისკენ მოუწოდებს ოპოზიციაც. მმართველი გუნდის წვერები კრიტიკას არ იღებენ და განმარტავენ, რომ პარტნიორებს რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქტიურად აწვდიან.

დღის ამბები