19 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
დღეს თბილისში "ამბასადორიალი 2017" იწყება

დღეს თბილისში "ამბასადორიალი 2017" იწყება. მას ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

ღონისძიების მონაწილე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, თბილისში ყოველწლიურად იკრიბებიან.

განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ.

წელს პირველად გაიმართება "ეკონომიკური დიპლომატიის" კონფერენციაც.

დღის ამბები