24 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას - პრეზიდენტი დიპლომატებს

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017" ოფიციალურად გაიხსნა. "ამბასადორიალის" მონაწილეებს სიტყვით, საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრმა მიმართეს. 

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ქართული დიპლომატია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას უპირისპირდება. 

"გამოწვევა, რომელიც ჰქონდა ქართულ დიპლომატიას 2008 წლიდან, როდესაც ოკუპაციის პარალელურად ჩვენ გვქონდა გამოწვევა საერთაშორისო არენაზე, ოკუპირებული რეგიონების აღიარების თვალსაზრისით, ამ დაპირისპირებამ გადაიარა ქართული დიპლომატიის მხრებზე და თქვენ ეს დაპირისპირება პირწმინდად მოიგეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებულად - უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები.

"მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვმართებს ჩვენს პარტნიორებს გავაგებინოთ, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან, ეს არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებული პროცესი, არამედ ეს არის სწორედაც რომ 90-იანი წლებიდან, იმ მომენტიდან დაწყებული პროცესი, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნის მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. 

"რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უმთავრესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე რეგიონისთვის," - მიმართა მიხეილ ჯანელიძემ "ამბასადორიალის" მონაწილეებს. 

დღის ამბები