19 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
„ამბასადორიალი 2017“ ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017", ოფიციალურად გაიხსნა. "ამბასადორიალის" მონაწილეებს სიტყვით, საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრმა მიმართეს. 

ამბასადორიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მთავარი საკითხი, რაზეც დიპლომატები 4 დღის განმავლობაში ისაუბრებენ, ის გამოწვევები და საფრთხეებია, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

„ამბასადორიალი", რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, არის ჩვენთვის დიპლომატებისთვის, ელჩებისთვის უმნიშვნელოვანესი ფორმატი იმისთვის, რომ მივიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ქვეყნის განვითარების, მისი რეფორმების კურსის შესახებ, სწორედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან. ქვეყანას გააჩნია ის გამოწვევები, რომელზეც საუბარი დღესაც შეეხება. რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, მის აგრესიულ ქმედებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

„დღევანდელ მსოფლიოში ეს თითქმის მოშლილია მთლიანად, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო წესრიგი, ნახეთ რა ხდება ევროპაში, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ კავკასია. ძალიან ტურბულენტურ სამყაროში ვცხოვრობთ. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, გავუფრთხილდეთ სტაბილურობას და რა თქმა უნდა, მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით,“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები