18 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
„საქართველოს მიწაზე თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ" - პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

რუსული ოკუპაცია და უკრაინა-საქართველოს საერთო პრობლემები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გიორგი მარგველაშვილისა და პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრისას. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ამ წუთებში ერთმანეთს უკვე გაფართოებულ ფორმატში ხვდებიან.

„ჩვენ ვართ ერები, რომელთაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. თქვენი ვიზიტი ამ ძლიერ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს. მადლობა სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორივე ქვეყანას საერთო გამოწვევა აქვს რუსეთის აგრესიის კუთხით.

„საქართველოს მიწაზე თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. არის მეგობრული ატმოსფერო. ჩვენი ერები იღვწიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ვიბრძვით ამ თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენი ერები რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ამ შეხვედრის დასრულებისთანავე კი, პრეზიდენტები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ. 

დღის ამბები