24 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
მიმდინარეობს მზადება, რომ ევროპარლამენტმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის რეზოლუცია მიიღოს - ნატალია საბანაძე

მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ ევროპულმა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის - ეს განცხადება, ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სამიტისთვის მზადება, რომელიც ბრიუსელში ესტონეთის თავმჯდომარეობით გაიმართება, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, შემდეგი ნაბიჯი კი დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობა დარჩეს რელევანტური ექვსივე ქვეყნისთვის, მათ შორის იმ სამი ქვეყნისთვის, ვისაც აქვს ასოცირება, ასოცირებული წევრებისთვის და უვიზო მიმოსვლა,“ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკვე შეიმუშავა 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანას გულისხმობს.

საუბარია ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებში გაწევრიანებასა და შესაბამის პროგრამებთან წვდომაზე.

„ჩვენ შევიმუშავეთ 6 პუნქტიანი გეგმა, რაც მოიცავს კიდევ უფრო მეტ ჰარმონიზაციას, იმპლემენტაციას და ევროკავშირის კანონმდებლობის გადმოტანას საქართველოს კანონმდებლობაში. ასევე მეტ ინტეგრაციაში იგულისხმება ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებში გაწევრიანება, შესაბამის პროგრამებთან, რომელიც მესამე ქვეყნებისთვის არის გახსნილი უფრო მეტი თანამშრომლობა,“ - აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

დღის ამბები