25 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსული აგრესია - პრეზიდენტი დიპლომატებს ხვდება

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე და რუსული აგრესიაზე მსჯელობენ 2017 წლის ამბასადორიალზე, სადაც ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც დაესწრება. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანმა განაცხადა, საუბარი ძირითადად ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ამ კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას შეეხება.

„ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მიმდინარე არაკანონიერ ქმედებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი საკითხი. გარდა ამისა, თუ როგორ მოვახდინოთ ეფექტურად ჩვენი მხარდამჭერების კონსოლიდაცია, პარტნიორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების. ბუნებრივია პრეზიდენტს გავუზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გვქონდა ამ კუთხით და ასევე იქნება საუბარი მომავალ გეგმებზე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი დიპლომატებისგან მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. შეხვედრაზე ასევე მოხდება სამომავლო გეგმებისა და მესიჯების შემუშავება საერთაშორისო ასპარეზზე წარსადგენად. 

დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები