20 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
რუსეთის უკანონო ქმედებები და ანექსიური პოლიტიკა - ამბასადორიალი 2017-ის მთავარი თემები

2017 წლის დიპლომატების შეხვედრაზე მთავარი თემა რუსეთის უკანონო ქმედებები და ანექსიური პოლიტიკა იყო. პრეზიდენტმა საქართველოს ელჩებს ოკუპანტების უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო საზოგადოებასთან უფრო მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მცოცავი ოკუპაცია და ანექსიური პოლიტიკა იყო პრემიერმინისტრის დიპლომატებისადმი მიმართვის მთავარი თემები.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიის მიზეზი საქართველოს დასავლური მისწრაფებებია.

ამბასადორიალის მონაწილეებს დღეს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემაც მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრიც მთავარ პრობლემად ოკუპაციასა და ბოლო თვეებში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ასახელებს. ამბასადორიალის მონაწილე დიპლომატები დღეს აცხადებდნენ, რომ მათი შეკრების მთავარი მიზანი სწორედ ამ საკითხების მოგვარების გზების მოძებნა იყო.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას ყველაზე საგანგაშოდ მიიჩნევენ უცხოური მისიების წარმომადგენლებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები