25 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
„ამბასადორიალი 2017“- განსახილველ საკითხებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებიცაა

„ამბასადორიალის“ მეორე დღე - ქართველი დიპლომატები დღეს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

დღეს გათვალისწინებულია სულ ექვსი შეხვედრა. ამბასადორიალის  მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. შეხვედრას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„დღევანდელი სესია იხსნება პანელით, რომელიც მიეძღვნება დემოკრატიულ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. ვიმსჯელებთ იმ შემდგომ რეფორმებზე, ნაბიჯებზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გააძლიერებს ასევე ჩვენს ნაბიჯებს ევროპული და ევროინტეგრაციის გზაზე,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმატებაზე ისაუბრეს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტებულმა ელჩებმა. ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის არაერთი წარმატებული თანამშრომლობა არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა მიღწევები ტურიზმის კუთხით.

„ფაქტობრივად არ არსებობს სექტორი თანამშრომლობის რაზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ ან არ გვაქვს ძალიან დიდი მიღწევა. მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ თანამშრომლობას, რომელიც ისრაელსა და საქართველოს შორის არსებობს ტურიზმის კუთხით,“-აცხადებს პაატა კალანდაძე.

დღის ამბები