25 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
"ამბასადორიალი 2017" - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას რამდენიმე შეხვედრა მიეძღვნა

"აბმასადორიალი 2017"-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა, ხელისუფლების წევრებს ხვდებიან. საქართველოს ელჩები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მომდევნო ერთი წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ, რომლის მთავარი საკითხი რუსული ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება იქნება.

დღეს ამბასადორიალის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ვითარებას რამდენიმე შეხვედრა მიეძღვნა.

დიპლომატენთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი. 

“განსაკუთრებით ყურადღება გვაქვს ევროკავშირის მიმართულებით. დღეს ჩვენ გავაცნობთ ჩვენს ელჩებს იმ პრიორიტეტებს, რაზეც ვმუშაობთ,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრებენ.

„არაღიარების პოლიტიკის ნაწილშიც, გარკვეული როლი ჩვენც გვაქვს და ამ საკითხებზეც იქნება საუბარი,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს რომ საქართველო ნატო-ს მიერ დადგენილი დღის წესრიგით მოქმედებას.

„ჩვენი რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატო-ს სტრატეგიასთან. როდესაც რუსულ საფრთხეზეა საუბარი, ნატო-მ ადეკვატური პასუხი გასცა ამ საფრთხეს, თავის შეკავების განახლებული პოლიტიკით,“ - განაცხადა ლევან ოზორიამ.

ამ წუთებში კი, ამბასადორიალის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი, ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკრიტიკა.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე უარის გამო, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან გააკრიტიკა.

დღის ამბები