25 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
ელჩების განმარტებით, საკონსტიტუციო რეფორმაზე ირაკლი კობახიძისგან დავალება არ მიუღიათ

დიპლომატიური კორპუსის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის გავრცელება უნდა მოხერხდეს, ელჩები გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ირაკლი კობახიძისგან დავალება არ მიუღიათ.

„დავალება არ მიგვიღია, მე საერთოდ არ მახსოვს, შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეთქვა, მიდის მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. მან აგვიხსნა დეტალურად, როგორც პროცესი, ასევე შინაარსობრივი ცვლილებები,“- განაცხადა საქართველოს ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში და მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ. 

ელჩების განმარტებით, მათ პარლამენტის თავმჯდომარისგან საკონსტიტუციო ცვლილებებისა და კომისიის მუშობის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს.

„დღეს ჩვენ არაფერი განსაკუთრებული დავალება არ მიგვიღია, ეს პროცესი მიდის, რომელშიც ყველა საელჩოა ჩართული. დღეს უბრალოდ პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად მოგვახსენა რეფორმის შედეგი,“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილმა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი, რომ საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს.

„ზოგადად კამპანიის წარმართვაზე საუბარი არ ყოფილა საერთოდ, ეს იყო ინფორმაციული სესია, რომელზეც განგვიმარტეს განხორციელებული სამუშაო, პროცესი, სტრუქტურა,“- განაცხადა საქართველოს ელჩმა ესტონეთში, თეა ახვლედიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები