"ევროპული საქართველო" საქსტატის 2017 წლის მონაცემებს ეხმაურება. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელმა 7,6%-ით იმატა, საგარეო ვაჭრობის მხრივ კი, ვითარება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი არსებული ვითარებიდან გამოსავლად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და ფასების დასტაბილურებას ასახელებს.
„მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით გადასახადების ზრდის და ახლა უკვე გაზის ტარიფის ზრდის გამო, ძალიან მაღალია ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი და მედიკამენტი უძვირდება ჩვენს მოსახლეობას. "ქართული ოცნების" დაპირებული კეთილდღეობის ნაცვლად, გვაქვს ცხოვრების გაძვირება, სიღარიბის ზრდა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.