25 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
დონალდ ტრამპი ჯანდაცვის ახალი კანონმდებლობის მიღებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის ახალი კანონმდებლობის მიღებას ითხოვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 49 რესპუბლიკელი სენატორი თეთრ სახლში მიიღო და ურჩია, ვაშინგტონი მანამდე არ დატოვონ, ვიდრე ე.წ. "ობამაქეარს" არ გააუქმებენ.

ტრამპის თქმით, რესპუბლიკელები 7 წლის განმავლობაში ჰპირდებოდნენ ამერიკელებს, რომ ობამას სადაზღვეო სისტემას შეცვლიდნენ, ამიტომ პრეზიდენტის აზრით, ვიდრე ამას არ გააკეთებენ, შვებულებაში არ უნდა გავიდნენ.

აზრთა სხვაობის გამო, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად სენატში ახალი კანონპროექტის მიღება უკვე ორჯერ ჩავარდა, მორიგი კენჭისყრა კი მომავალ კვირაშია დაგეგმილი.

დღის ამბები