20 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციას მმართველი გუდნის ტონი არ მოსწონს

არასაპარლამენტო ოპოზიციას მმართველი გუდნის ტონი არ მოსწონს. პოლიტიკური პარტიები უმრავლესობის პოზიციას, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები აღარ მოხდება მიუღებლად მიიჩნევენ.

ოპოზიციის წევრები კატეგორიულად აპროტესტებენ, ხელისუფლების დამოკიდებულებას, თავად საკონსტიტუციო პროცესის მიმართაც, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებასთან პოლიტიკურ ძალებსა და ვენეციის კომისიასთან სხვა პროექტზე მსჯელობდა, ახლა კი პოლიტიკურ ძალებს სულ სხვა ვარიანტს სთავაზობს.

”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე მმართველ გუნდს ურჩევს, რომ ოპოზიციასთან მანდატების განაწილებასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიალოგისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლებას კონსენსუსის იმიტაციის მცდელობის გამო აკრიტიკებს.

„ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის დიალოგის გამართვა პრინციპული, პრიორიტეტული საკითხების შესაცვლელად,“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების გამო აკრიტიკებს.

„გვეუბნებიან, „გაგვიპრავეთ“ მაჟორიტარული სისტემა კიდევ ერთხელ 2020-სთვის, რომ ჩვენ ისევ ვიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, დაბალი რეიტინგით, მაგრამ 73 მაჟორიტარით და ამისთვის, ჩვენ გადმოგიგდებთ თქვენ ახლა სახრავად პატარა ძვალს, რომელსაც ჰქვია ბლოკები. თუ მიიღებთ, ხომ კარგი და კარგი, კონსენსუს გავაფორმებთ. მე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში, „დემოკრატიული მოძრაობისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პირობით მოლაპარაკებაზე წავლა,“ - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა, მმართველ გუნდს ულტიმატუმების გარეშე დიალოგისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები