25 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
ბუდაპეშტში საქართველოს პროკურატურას გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უთხრეს

ბუდაპეშტში დღეს საქართველოს პროკურატურას გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უთხრეს. ბუდაპეშტის სასამართლოს დასაბუთებული დოკუმენტი გიორგი უდესიანის ადვოკატს ჯერ არ ჩაბარებაა, თუმცა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის უცხოელი დამცველი ამბობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უდესიანის საქმეში არსებული პოლიტიკური ინტერესის გამო მიიღო.

საქართველოს პროკურატურა გიორგი უდესიანის ექსტრადირებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ქონების ძალადობრივად დაუფლების საქმეზე წაყენებული ბრალის გამო ითხოვდა. ადვოკატის ცნობით ანალოგიური დანაშაული დასჯადი ადგილობრივი კანონმდებლობითაცაა, თუმცა სასამართლომ ეს ექსტრადირებისთვის საჭირო გარემოებად არ მიიღო.

უდესიანის საქმეში პოლიტიკურ დაინტერესებას ხედავს მისი ქართველი ადვოკატიც. ბექა ბასილაია ამბობს, რომ ეს ბუდაპეშტის სასამართლოში დღეს მიღებული გადაწყვეტილებაც დამტკიცდა.

ხარძიანის საქმეში გიორგი უდესიანის შესაძლო ბრალეულობას სასამართლო დაადგენს. მისი საქარველოში ექსტრადირება კი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. რადგან ბუდაპეშტის სასამართლოს მიერ დღევანდელი გადწყვეტილება არ საჩივრდება.

დღის ამბები