20 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
ოპოზიცია ვენეციის კომისიას საპროტესტო წერილს უგზავნის

ოპოზიცია ვენეციის კომისიას საპროტესტო წერილს უგზავნის. პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ დაადანაშაულებენ ხელისუფლებას, რომ მან ევროპელი ექსპერტები, საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები მოატყუა და კონსტიტუციის რეალურად შეცვლას არ აპირებს.

მმართველი გუნდი ოპოზიციის ურჩევს ულტიმატუმებით არ ისაუბროს და მხოლოდ იმ საკითხებზე იმუშაოს, რომელსაც მესამე მოსმენა ითვალისწინებს. უმრავლესობა არც საარჩევნო სისტემის სულ პროპორციულით ჩანაცვლებასა და არც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შეცვლას აღარ აპირებს.

ოპოზიცია ხელისუფლების რეალურ შეთავაზებას ისევ ელოდება. თუკი მმართველი გუნდი ძირეულ დათმობებზე არ წავა, მაშინ პარტიები პროცესში ჩართვას ისევ ვენეციის კომისიას თხოვენ.

დღის ამბები