25 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
რუსეთის დუმის დეპუტატებს საქართველოში ელოდებიან - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

„პატრიოტთა ალიანსი“ ორ კვირაში საქართველოში ვლადიმერ პუტინის პარტიის წევრს, რუსეთის დუმის დეპუტატს არტიომ კავინოვს უმასპინძლებს. ადა მარშანიამ დღეს დაადასტურა, რომ მათი მოწვევით რუსეთის სათათბიროს დეპუტატთა დელეგაცია თბილისში ჩამოვა.

შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი ფიგურა ლეონიდ კალაშნიკოვი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კალაშნიკოვი 2013 წელს საქართველოში სწორედ იმის გამო არ შემოუშვეს, რომ რუს დეპუტატს დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ. გადაწვეტილება ხიდაშელის ინფორმაციით, მისი და თედო ჯაფარიძის ინიციატივით მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა მიიღო.

რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ვიზიტის აზრს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. ოპოზიცია კი რუსული რბილი ძალის გაძლიერებაზე და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შემცირების საფრთხეზე საუბრობს.

დღის ამბები